საქალაქო სასამართლოში, 2 დღის წინ დაკავებული ნიკო მანაგაძის პროცესი მიმდინარეობს. დღესვე გაიმართება ნიკა კალანდაძის სასამართლოც - მათ დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დილიდან მიმდინარეობს.
სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა "დროას" წევრი ნიკოლოზ ქვაცაბაია.
"დაკავება მოხდა განყოფილებაში ჩემი ქმედებებიდან გამომდინარე, რაც როგორც სასამართლოს მოვახსენე აქაც განვმეორდები, პირველად ვიყავი მსგავს მოქმედებებში, ვიყავი აღელვებული და ყველა დეტალს ალბათ ვერ ვიხსენებ. ძალადობრივი არაფერი არ ყოფილა. 2 000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრა“, - ნიკოლოზ ქვაცაბაია.
მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის სასამართლო პროცესი კი გადაიდო:
"სასამართლოზე ჩემი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა იმიტომ, რომ საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული პარალელურად და მაგის გამო გადაიდო ჩემი პროცესი. სხვა დეტალებზე, პროცესი რომ გაიმართება 23 დეკემბერს, დღის 13:00 საათზე გაიმართება პროცესი და მერე ვილაპარაკოთ დაწვრილებით“, - მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი.