17 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
16 წლის მოზარდი ოჯახის 4 წევრის მკვლელობაშია ეჭვმიმტანილი - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ნიუ-მექსიკის შტატში, 16 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც საკუთარი ოჯახის 4 წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

შერიფის ოფისის ცნობით, 911-ზე ზარი 16 წლის დიეგო ლეივასგან მიიღეს, რომელმაც დისპეტჩერებს განუცხადა, რომ ოჯახის წევრები მოკლა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მოზარდი სახლიდან ხელებაწეული გამოვიდა. ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

მათივე განმარტებით, პოლიციელებმა მოზარდი წინააღმდეგობის გარეშე აიყვანეს.

შერიფის ოფისის ინფორმაციით, სახლის დათვალიერების დროს, პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი გვამი აღმოაჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.

მოგვიანებით, პოლიციამ გარდაცვლილების ვინაობა დაადგინა, ისინი ეჭვმიტანილი მოზარდის ოჯახის წევრები არიან: ლეონარდო ლეივა, 42 წლის; ადრიანა ბენკომო, 35 წლის; ადრიან ლეივა, 16 წლის და ალექსანდრე ლეივა, 14 წლის.

დღის ამბები