17 დეკემბერი 2024,   20:31
ვრცლად
"ახლა არ არის ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო" - მიხეილ სააკაშვილი

საერთო სახალხო რევოლუციაზე და მოქმედებების გააქტიურებაზე ისაუბრა დღეს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც საკუთარ სასამართლო პროცესზე "ვივამედიდად" ონლაინ ჩაერთო.

"ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, უნდა ვიჩქაროთ და ვიყოთ ფორმაში, მათ შორის, 20 იანვრისთვის" - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება 20 იანვრამდე შეეცდება სიტუაციის გადატვირთვას და თუ ვითარება დასტაბილურდა, შედეგი მძიმე იქნება. 

"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. 20 იანვრამდე ესენი შეეცდებიან ყველაფერი თავისთვის მოაგვარონ. საჭიროა ხალხის აქტიურობა და პოლიტიკური აქტივობებიც.  უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის, 20 იანვრისთვის. ახლა ყანყალებს და ახლა ირყევა, თუ ეს დაასტაბილურა ცუდი იქნება. ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, საერთო სახალხო რევოლუცია, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის", - აცხადებს სააკაშვილი. 

დღის ამბები