08 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
რუსეთის ავიაცია სირიაში უმეტესად ოპოზიციის ძალებს ბომბავს

რუსეთის ავიაცია სირიაში უმეტესად ოპოზიციის ძალებს ბომბავს. ამის შესახებ განცხადებას კვლევითი ჯგუფი "ბელინგ-ქეთი "აკეთებს, რომელმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული იერიშების ამსახველი ვიდეომასალები შეისწავლა.

ბრიტანელმა ექსპერტებმა ყველა ჩანაწერის გეოლოკაცია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ უწყების მიერ გაცხადებული 60 ობიექტიდან, რომელიც წერტილოვანი დარტყმების შედეგად განადგურდა, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისლამური სახელმწიფოს ობიექტი, 14 დარტყმა კი ისეთ სამიზნეებზე განხორციელდა, რომლებიც ტერორისტების კონტროლქვეშ არ არის.

კვლევითი ჯგუფის დასკვნით, 25 ოქტომბრის მონაცემებით,რუსულმა ავიაციამ იერიშების უმეტესობა ჰამაზე, იდლიბსა და ლატაკიაზე მიიტანა, სადაც ტერიტორიების უმეტესობას ასადის წინააღმდეგ მებრძოლები აკონტროლებენ

დღის ამბები