თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. ალენ ბერსე, თითქმის ერთი საათია, პრემიერ-მინისტრს ხვდება. დაგეგმილია მოლაპარაკებები პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩეულ პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ევროსაბჭოს გენმდივანს აეროპორტში მინისტრის მიადგილე ლაშა დარსალია დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, ბერსე შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ცნობილია, რომ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბერსე გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოში და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდება.