17 დეკემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის ტენდერი გამოცხადდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, "ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის ტენდერი გამოცხადდა

"ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის ტენდერი გამოცხადდა

პროექტი ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირ N88-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს (მეორე ეტაპი) ითვალისწინებს.

მშენებლობის პროექტის მიხედვით, 19 407 კვ.მ სამშენებლო არეალზე, 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპზე დამატებით 1077 ბინა მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი, ასევე ეზოების გამწვანება და კეთილმოწყობა განხორციელდება. შენობა შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.

ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა 36 თვეში დასრულდება.

„ოცნების ქალაქის“ პროექტის მეორე ეტაპის განაშენიანების დეტალური გეგმა მომზადდა. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ახალი ეტაპი უკვე მთლიანი ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას, საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. საცხოვრებელი ბინების მშენებლობასთან ერთად ტერიტორიაზე საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების, სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. 582 ოჯახს ბინა საკუთრებაში უკვე გადაეცა, რითაც 800-მდე ბავშვისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობები შეიქმნა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები