"ჩვენ ვპოულობთ დროს საქართველოს საკითხის განსახილველად, რადგან არ გვსურს ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ საკუთარი ინტერესების მიხედვით და არა ისე, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენს სურს," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, "ევროკავშირში გაწევრიანება უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ ურთიერთობებს, ერთმანეთის ღირსების პატივისცემას, სანქციების მუქარის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე."
"ვიდრე მსოფლიო ნელ-ნელა მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის, ჩვენ იმით დაგვიმახსოვრებენ, რომ ზედიზედ ოთხჯერ საქართველოს არჩევნებზე ვარჩიეთ საუბარი, რომელსაც სხვადასხვა შეზღუდვები და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. თუმცა, ამასობაში, ჩვენ კენჭს არ ვუყრით რეზოლუციას, რომელიც გმობს იმ სამარცხვინო გენოციდს, რომელსაც პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებენ. თუმცა ჩვენ ვპოულობთ დროს საქართველოს საკითხის განსახილველად, რადგან არ გვსურს ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ საკუთარი ინტერესების მიხედვით და არა ისე, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენს სურს.
დღევანდელი აქცია არის ქუჩის აქცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი, ვინც ამას აკეთებენ, ვინც მოუწოდებენ ამ ქუჩის საპროტესტო აქციებს, იგივე ხალხია, ვინც ტაშს უკრავს ზეწოლას მუშებისა და სტუდენტების მიმართ, რომლებიც გამოდიან ევროპის ქუჩებში მეტი უფლებების მოთხოვნით. სიმართლე, რომელიც არ გინდათ უთხრათ ევროპის მოქალაქეებს არის ის, თუ რატომ ცდილობთ აიძულოთ, ახლად არჩეულ ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ ნატოს ან ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გასაძლიერებლად.
მესამე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ ურთიერთობებს, ერთმანეთის ღირსების პატივისცემას, სანქციების მუქარის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე," - დანილო დელა ვალემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები დასრულებულია. მსჯელობა სტრასბურგში თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.