18 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
ვანუატუში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ვანუატუში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, მაშ თორის, ჩინეთის ორი მოქალაქეა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადამიანები ძლიერი ბიძგების შედეგად დანგრეული შენობების ქვეშ მოყვნენ. მაშველები მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები აქტიურად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვანუატუს დედაქალაქ პორტ ვილაში, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც შენობების ნგრევა გამოიწვია.

დღის ამბები