"მე მქონდა გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა", - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება გადაჭრილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება ფუნდამენტურ პრინციპები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.
"ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ ვარ უპირველესად იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არის ძვირფასი წევრი ევროპის საბჭოსი უკვე 25 წლის განმავლობაში. მე აქ არ ვარ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი და არსებობს სხვა დასკვნები და ან დაიწერება დასკვნები, რომლებიც არჩევნების დაკვირვებას ეხება. ის, რაც ხდება საქართველოში, მე როგორც გენერალურმა მდივანმა, ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება მე რომ აქ არ ვიყო, რომ არ დავდგე ხალხის გვერდით და მთავარი ამოცანა, ჩემი აქ ვიზიტის, არის ის რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება მხოლოდ იქნეს გადაჭრილი, თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც შევხვდი ამ კვირის განმავლობაში. მე მქონდა გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა, ოპოზიცია, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა ჩემი ამ ვიზიტისა, რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის", - განაცხადა ალან ბერსემ.