21 დეკემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ილონ მასკი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე: როგორ შეიძლება, მოსამართლემ არჩევნები გააუქმოს და დიქტატორად არ მიიჩნეოდეს?

SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"როგორ შეიძლება, მოსამართლემ არჩევნები გააუქმოს და დიქტატორად არ მიიჩნეოდეს?", - წერს ის X-ზე.

შეგახსენებთ, მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელია.

დღის ამბები