21 დეკემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"ამდაგვარი ნეგატიური დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა" - ბადრი ჯაფარიძე

55 დღეში გამოქვეყნებული 53-გვერდიანი დასკვნა - ეუთო/ოდირი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ პროცედურულად საარჩევნო დღე მთლიანობაში კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი.

დასკვნაზე შეფასებები კეთდება თბილისში. მხარეები დოკუმენტს განსხვავებულად აღიქვამენ. ხელისუფლება შემაჯამებელ დოკუმენტში დადებით აქცენტებს ხედავს.

ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ დასკვნა ისტორიულად მკაცრია მთელი საარჩევნო პროცესის მიმართ.

"ეს დასკვნა, რომელიც არის უპრეცედენტოდ უარყოფითი, ამდაგვარი ნეგატიური დასკვნა პრაქტიკულად, საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები არის არალეგიტიმური, შესაბამისად, არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური და ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება სწორედ იმდაგვარად, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს მისი ფუნდამენტური უფლება," - განაცხადა"ძლიერი საქართველოს" წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ.

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის შეფასებით კი, დასკვნაში ხაზგასმულია, თუ რა ტიპის დარღვევები იყო გამოვლენილი.

დღის ამბები