საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნებს აშშ-ის შესახებ დასკვნებს თუ შეადარებთ, ნახავთ, რამდენად მძიმეა აშშ-ისთან მიმართებით მათი ცალკეული შეფასებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის თანახმად, აშშ-ში იყო ჟურნალისტებზე დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები.
„წაგიკითხეთ მცირე ამონარიდი, რომელიც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, გაეცანით 2020 წლის არჩევნებს. თქვენ თუ შეხედავთ ეუთო/ოდირის დასკვნებს მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნებს შეადარებთ, ნახავთ, თუ რამდენად მძიმე არის აშშ-სთან მიმართებით მათი ცალკეული შეფასებები. მაგალითად, ძალადობასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენთან საუბრობენ ხოლმე. აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიშში წერია, რომ კამპანია გამოირჩეოდა აგრესიული, კონფრონტაციული, წამქეზებლური რიტორიკით და შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები. მათ შორის, ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების დროს აშშ-სთან დაკავშირებით ანგარიშში მითითებულია, რომ შტატების დიდ რაოდენობაში არ არსებობს ქაღალდით მიდევნების შესაძლებლობა ელექტრონულ ხმის მიცემის აპარატებზე. ჩვენთან იცით, რომ ბიულეტენები არის ქაღალდის სახით და შემდეგ ითვლება. აშშ-ში წინა ანგარიშს თუ შევხედავთ, იყო შტატების დიდი რაოდენობა, სადაც ჩვეულებრივად, მხოლოდ ელექტრონულად არის ასახული ეს არჩევანი. თან ისე, რომ აუდიტის ჩატარების შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. არანაირი შემდგომი გადამოწმება, აუდიტირება და მტკიცებულებები არ არსებობდა. ამის ფონზე, როდესაც საუბრობენ ცესკო-ს მხრიდან მართლაც და გამორჩეულად კარგად ჩატარებულ არჩევნებზე, ელექტრონულ მთვლელებსა და ელექტრონულ რეგისტრატურებზე, რა თქმა უნდა ეს არასერიოზულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები წავიკითხოთ ზუსტად ამ კონტექსტში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.