21 დეკემბერი 2024,   16:13
ვრცლად
"დონალდ ტრამპი NATO-ს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს, თავდაცვითი ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ" - Financial Times

როგორი იქნება ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით? - დონალდ ტრამპი NATO-ს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს თავდაცვითი ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times ავრცელებს.

გარდა ამისა, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გეგმავს.

NATO-ს ამჟამინდელი სამიზნე თავდაცვითი ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ალიანსს ამ თანხის გაზრდისკენ.

დღის ამბები