21 დეკემბერი 2024,   18:41
ვრცლად
სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, ზელენსკიმ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, გაყინული რუსული აქტივებიდან 500 მილიონი ევრო შესთავაზა

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ გაწევრიანებაზე სლოვაკეთის თანხმობის სანაცვლოდ, გაყინული რუსული აქტივებიდან 500 მილიონი ევრო შესთავაზა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ სლოვაკეთმა შეიძლება გაზის ტრანზიტზე წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ევრო დაკარგოს, უკრაინის პრეზიდენტმა გაცვლა შესთავაზა.

“უკრაინის პრეზიდენტმა მკითხა, მივცემ თუ არა ხმას NATO-ში [უკრაინის] გაწევრიანებას, თუ ის 500 მილიონ ევროს მომცემდა [გაყინული] რუსულ აქტივებიდან. რა თქმა უნდა, ვუპასუხე: “არასდროს“, - განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

 
დღის ამბები