22 დეკემბერი 2024,   23:54
ვრცლად
საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის "ბაკურიანი 2025-ის" მშვიდობის ცეცხლს, დღეიდან რამდენიმე ქალაქში ჩაიტანენ

დღეიდან საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის "ბაკურიანი 2025-ის" მშვიდობის ცეცხლი იწყებს მოგზაურობას. რომიდან თბილისში ოლიმპიური ცეცხლი 5 საათზე ჩამოიტანეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს გადასცეს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "ბაკურიანი 2025" 9-დან 16 თებერვალამდე ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

საქართველოს, ევროპის 48 ქვეყნიდან, ზამთრის სპორტის სახეობების 2000-მდე სპორტსმენი ეწვევა. 

"ჩემთვის დიდი პატივი არის ოლიმპიური ცეცხლის წაკიდება და დიდი მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს, რომ მე ამომარჩია ამისთვის, რომ ეს ოლიმპიური ცეცხლი მე შემომეტანა საქართველოში. მინდა ყველა გულანთებულ და მონდომებულ ადამიანს, პირველ რიგში ჩვენს ქართველ სპორტსმენებს წარმატებები ვუსურბო", - აცხადებს  ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები