"ახალი წლის დღეები საქართველოში" - პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. მიმდინარეობდა გამოფენა-გაყიდვა. საღამო კონცერტითა და საზეიმო "ფეიერვერკით" დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებებს მცხეთა-მთიანეთი 30 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.