
შესაძლებელი იყო თუ არა აგვისტოს ომის თავიდან აცილება - 2008 წლის ომთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეხუთე სხდომა იწყება.
თემაზე სასაუბროდ პარლამენტში დაბარებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქრუაშვილი და გრიგოლ ვაშაძე.
გამოსაკითხ პირთა ნაწილი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას აპირებს. საკანონმდებლო ორგანოში მივიდა პაატა დავითაია, ის იქნება ერთ-ერთი, რომელიც უპასუხებს კანონმდებლების კითხვებს.