
ამერიკის პრეზიდენტმა ევროკავშირი აშშ-თვის ვაჭრობის სფეროში ზიანის მიყენებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
"ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ. ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა. როგორც იცით, მე ვაიძულე ისინი ნატოსთვის ასობით მილიარდი დოლარი გადაეხადა. ევროპა ამას არ აპირებდა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.