ორბელიანების სასახლეში დღეს ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ დღის წესრიგშია ორი მთავარი საკითხი, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა 29 დეკემბრის მერე.
"იმისათვის, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ, საჭირო არის კონსულტაციები ამ საკითხზე საზოგადოებასთან, პრეზიდენტთან - თუ როგორ მივდივართ არჩევნებამდე, პოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურების პირობებში იმ მიზნით, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ხალხმა და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ეროვნული მომავალი", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე.