ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდნას 25 ადამიანი გადაურჩა. ინფორმაციას ყაზახური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ფრინველების ჯგუფთან შეჯახება და მართვის დაკარგვა გახდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციის მართის ჯგუფები იმყოფებიან. კატასტროფის ადგილზე აქტიური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.