16 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა.
"კურიერისთვის" საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მომხდარის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს დაზარალებულის დედა, რომლის განცხადებით, მის შვილს ერთ-ერთი ძალადობრივი, ფაშისტური დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს, რომლებიც მანამდეც ემუქრებოდნენ.
დედის თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა, ნიღბებით, მას სკოლაშიც მიაკითხეს. 16 წლის მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 14 წლის არის თავდამსხმელი. ვრცლად თემაზე "კურიერში 6 საათზე".