08 ოქტომბერი 2024,   20:45
ვრცლად
სირიის არმია ალეპოსა და იდლიბის პროვინციებს უტევს

სირიის არმია ალეპოსა და იდლიბის პროვინციებს უტევს. სამთავრობო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ალეპოში 50 სოფელი გაათავისუფლეს, იდლიბში კი 60-მდე ტერორისტი მოკლეს.

ამ დროისთვის ბრძოლები კიდევ ორი ქალაქის ასაღებად მიმდინარეობს. სამთავრობო ძალები ცდილობენ ჰამას გათავისუფლებასაც. შეტევებში მათ 4 ათას კაციანი მოხალისეთა რაზმი ეხმარება.

პარალელურად, სირიის კრიზისზე ვენაში მოლაპარაკებები იგეგმება. შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ დიალოგის მაგიდასთან ირანის წარმომადგენელსაც მიიწვევენ. მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები