28 დეკემბერი 2024,   13:07
ვრცლად
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა თბილისის დროით ზუსტად 8 საათზე გამოაქვეყნა, რასაც უკვე მოჰყვა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტება.

თავდაპირველად რა წერია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

ციტატა: "ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, "ქართულმა ოცნებამ" წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი." - წერია გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის "მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის ამერიკის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება ანუ გაიყინება.

გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული განკარგულების საფუძველზე, რომელიც მან რუსეთის ფედერაციის "საზიანო ქმედებების საპასუხოდ" გამოსცა. ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.

ფაქტობრივად იგივეს იმეორებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი თავის განცხადებაში და ამბობს, რომ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს.

დღის ამბები