ოპოზიციის მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, მათი პრობლემაა, ღმერთმა შეარგოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ პრეზიდენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილი იქნება.
შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს "ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს".
"ეს ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს. როგორც ვიცი, მათი მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და ახლა თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, ეს მათი პრობლემაა. გამოდის, რომ მათაც 2 პრეზიდენტი ეყოლებათ, მათი გულის რჩეული პრეზიდენტი. არ ვიცი, ღმერთმა შეარგოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.