საქართველოში ახალ წლამდე ზუსტად 6 საათი რჩება, თუმცა მსოფლიოს რამდენიმე წერტილში უკვე 2025-ია. ახალ წელს ერთი საათს წინ შეხვდნენ ავსტრალიაში. მილიონამდე ადამიანმა სიდნეიში რობი უილიამსთან ერთად იმღერა. შოუს ნაწილი იყო სიდნეის ღირსშესანიშნაობებზე მოწყობილი ილუმინაციები და გრანდიოზული ფეიერვერკი. რომელიც 15 წუთს გაგრძელდა.