"ახალი წლის დღეებს" თერჯოლა მასპინძლობს. მუნიციპალიტეტის ცენტრში სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი. მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო.
მოწყობილია საშობაო ბაზრობა და საბავშვო სივრცეები. ათ საათზე მთავარი ღონისძიება დაიწყება.
დღესვე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 ოჯახს ახალი სახლის გასაღებს გადასცემენ.