2025 წლის მთავარი მასპინძელი მწვანე ხის გველი - სიბრძნის, ნათელი ენერგიის და ტრანსფორმაციის სიმბოლოა.
აღმოსავლური კალენდრით გველის წელი 29 იანვარს, მეცამეტე ახალმთვარეობას შემოდის, ამიტომ 31 დეკემბერს არ უნდა გავანაწყენოთ 2024-ის მბრძანებელი დრაკონიც და პარალელურად, ღირსეულად მივიღოთ ხის გველი. ამისთვის არსებობს უწყინარი რიტუალები, რომელსაც ქვეყნის მთავარი ასტროლოგი გვიზიარებს.
სანთლების რიტუალი - ფინანსური სურვილებისთვის კიდევ ერთი რიტუალია, ამისთვის საჭიროა 1 ლარიანი მონეტები. თუ ვერ მოიმარაგეთ სანთლები და მონეტები, შეგიძლიათ სურვილები ჩაუთქვათ უფრო მარტივადაც.
მისი უდიდებულესობა - ნაძვის ხე, ის რაც ყველა ახალი წლის სიმბოლოა, მიუხედავად იმისა თუ რისი წელი შემოდის, უნდა დავდგათ სამხრეთ აღმოსავლეთით. წელს განსაკუთრებით აქტუალურია ჩიჩილაკი, რადგან ხის გველისთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი ხე. მასზე კი შეგიძლიათ მოათავსოთ როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური ბროწეული, ლიმონი და ფორთოხალი.
მნიშვნელოვანია სამოსიც, რით შევხვდებით ახალ წელს. წლის ფერები - მწვანე ფერის, ცისფერი და ყავისფერი ტონებია, აქტუალურია ოქროსფერი და ვერცხლისფერი, საახალწლო დღეებში კი განწყობისთვის დიზაინერები თვლებით, ქვებითა და მძივებით გაწყობილ სამოსს გვირჩევენ.
ახალი წელი წარმოუდგენელია სუფრის გარეშე, მწვანე ხის გველი წელს განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ გვიწესებს, გარდა ტრადიციული სადღესასწაულო კერძებისა, პერსონალურად მასპინძლისთვის მაგიდაზე უნდა დავდოთ მწვანე სალათი და რძის პროდუქტი.
ასე მარტივად შეგვიძლია მოვიგოთ 2025 წლის მასპინძლის გული, თუ გავითვალისწინებთ რჩევებს მწვანე ხის გველიც ბედნიერ და წარმატებულ 12 თვეს გვპირდება.