03 იანვარი 2025,   14:31
ვრცლად
ბორჯომი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება

ბორჯომი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება. მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მონტაჟდება სცენა, ეწყობა დეკორაციები და საშობაო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პატარების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები თოვლის ბაბუასთან ერთად იზრუნებენ, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს. საახალწლო კონცერტი კი 10:00 საათზე დაიწყება.

მსმენელის წინაშე ჯგუფი "იბერია", ⁠ეთნო ჯაზ ჯგუფი ,"ირაო", კვარტეტი "უნისონი", ნეკა სებისკვერაძე, ეკა დოლიძე, ანსამბლი "ბორჯომი" და დავით ილურიძის ბენდი წარდგებიან.

მოსული სტუმრები ახალ 2025 წელს მრავალჟამიერისა და საზეიმო ფეიერვერკის თანხლებით შეხვდებიან.

დღის ამბები