რა ხდება ამ დროს თბილისში - 12 საათზე მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე ხვდება, ნაწილი კი უკვე შეკრებილია ორბელიანის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიამ საახალწლო სოფელი მოაწყო.
გასართობი სივრცეები, საკვები ობიექტები და ანიმატორები რომლებიც პატარების განწყობაზე ზრუნავენ. საახალწლო სოფელში უკვე დაწყებულია კონცერტიც რომელშიც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი არტისტები მონაწილეობენ.