საფრანგეთმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტები დაბომბა. ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გაავრცელა.
საფრანგეთთან ერთად სირიის ტერიტორიაზე ტერორისტების პოზიციებზე იერიშებს ახორციელებენ შეერთებული შტატები და ისრაელი.
სირიაში 8 დეკემბერს მეამბოხეების მიერ ასადების რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას გარდამავალი მთავრობა მართავს. ქვეყნის რეგიონებში ცალკეულ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.