01 იანვარი 2025,   03:49
ვრცლად
ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის დაწყებამდე, ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ორბელიანების მოედანზე სწორედ ზურაბიშვილის მოწოდების შემდეგ მივიდნენ და მე-5 პრეზიდენტის სამოქმედო გეგმას სწორედ იქ ელოდებიან.

მოქალაქეები ათონელის სასახლესთან ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით, ასევე სხვადასხვა ბანერით მივიდნენ.

გარდა საზოგადოების ნაწილისა, ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. ათონელის რეზიდენციის ეზოში ტრიბუნა დგას. სწორედ ამ ტრიბუნიდან მიმართავს სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას. 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები