01 იანვარი 2025,   04:48
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ათონელის სასახლესთან გადაინაცვლეს - ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები აღარ რჩებიან

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აქცია დაანონსდა. დემონსტრანტებმა პარლამენტთან შეკრება დილიდან დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ ათონელის სასახლესთან გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები აღარ რჩებიან, თუმცა ადგილზე იმყოფებიან საპატრულოსა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ დეპუტატებიც.

დღის ამბები