საკანონმდებლო ორგანოს შენობაში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს. ღონისძიება პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართება. ცერემონია 40 წუთს გაგრძელდება.
მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დადებს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.