სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 122 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აეროპორტში დაშვებისას, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე 181 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
ბოლო ინფორმაციით, გადარჩენილია ორი ადამიანი - ეკიპაჟის წევრი და მგზავრი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთაგან 54 კაცია, 57 კი ქალი, ხოლო 11 ადამიანის სქესი უცნობია.
თვითმფრინავი ტაილანდიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის პირველადი ვერსიით, Jeju Air-ის ავარია ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.