01 იანვარი 2025,   05:32
ვრცლად
"ბილდტსა და უილსონს დაფიქსირებული აქვთ შემოსავალი - ერთს "ნაცმოძრაობიდან", მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს" - ირაკლი კობახიძე

ბილდტს და უილსონს ორივეს დაფიქსირებული აქვს შემოსავალი - ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბილდტისა და უილსონის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.

"უცხოელებს რაც შეეხებათ, იგივე ბილდტი, იგივე უილსონი - ორივეს აქვს დაფიქსირებული შემოსავალი - ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან. რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს. უილსონი კეზერაშვილის ფულით აკეთებს განცხადებებს და ბილდტი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ფულით აკეთებდა განცხადებებს. მათ ასეთ განცხადებებს არ აქვს არავითარი ფასი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები