რესპუბლიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშინგტონში მართლმსაჯულების დასამყარებლად იმყოფება, რათა ჯო ბაიდენისა და მისი ოჯახს დანაშაულების გრძელი სია გამოააშკარაოს.
მისი განცხადებით, წლების განმავლობაში, მტკიცებულებებს აგროვებდა, რათა ჯო ბაიდენისა და მის ოჯახის კორუფციული გარიგებები გამოეაშკარავებინა და მტკიცებულებები უდავოა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ბაიდენი მოხუცი პრეზიდენტია, შეწყალებას არ იმსახურებს.
"ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ სრულ დღეს, მე შევიტანე მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მოთხოვნის განცხადება, მის მიერ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. ის ამას საკუთარი თავისა და ოჯახი ამერიკელი ხალხის ხარჯზე გასამდიდრებლად აკეთებდა.
თითქმის მთელი 118-ე კონგრესი ბაიდენის კრიმინალური ოჯახის ბინძური გარიგებებისა და კორუფციის გამოძიებაში გავატარე. მტკიცებულებები უდავოა.
ვაშინგტონში მართლმსაჯულების დასადგენად ჩამოვედი. ჯო ბაიდენმა არ უნდა მიიღოს შეწყალება მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოხუცი და წარმავალი პრეზიდენტია. მას მძიმე დანაშაულები აქვს. ამიტომაც მისცა მან თავის კრიმინალ შვილს ყოვლისმომცველი შეწყალება თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეებში - მას სასოწარკვეთილად სურს, რომ არავინ გაამჟღავნოს მისი ოჯახის დანაშაულთა გრძელი სია", - წერს მარჯორი ტეილორ გრინი.