სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 176 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ინტერნეტსივრცეში ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება. თვითმფრინავი ტაილანდიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის პირველადი ვერსიით, Jeju Air-ის ავარია ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.
ბორტზე 181 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, გადარჩენილია ორი ადამიანი - ეკიპაჟის წევრი და მგზავრი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთაგან 54 კაცია, 57 კი ქალი, ხოლო 11 ადამიანის სქესი უცნობია.