გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, გასაგებია, რომ ცალსახად ზღუდავს ამ თანხებზე წვდომას. ამით მე მგონი ყველაფერი ნათქვამია, - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "კრედიტ სუისის" და სანქციების საკითხი.
მისი განმარტებით, ამერიკული სანქციები უზღუდავს საფინანსო ორგანიზაციებს, რომ თანხები განკარგონ.
"ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა, გასაგებია, რომ ცალსახად ზღუდავს ამ თანხებზე წვდომას. ამით, მე მგონი, ყველაფერი ნათქვამია. ბუნებრივია, პირდაპირ ეს არ არის ამერიკელების ხელში, თუმცა ეს ამერიკული სანქციები უზღუდავს იმ საფინანსო ორგანიზაციებს, რომ თანხები განკარგონ და შესაბამისად, ბატონმა ბიძინამ თავის ქონება ლეგალურად დაიბრუნოს. აქედან გამომდინარე, მე მგონი, ყველაფერი ნათელია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.