01 იანვარი 2025,   17:29
ვრცლად
"ვერ ვჯდებით... უკანასკნელი სიტყვები უნდა დავტოვო?" - ვრცელდება ავიაკატასტროფისას დაღუპული ერთ-ერთი მგზავრის უკანასკნელი შეტყობინება, რომელიც მეგობარს გაუგზავნა

სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 179 ადამიანი დაიღუპა. CNN-ი, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ერთ-ერთი მგზავრის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე წერს.

"ერთი წუთით... ჩვენ ვერ ვჯდებით, რადგან ჩიტი თუ ჩიტები გაიჭედნენ თვითმფრინავის ფრთაში", - ამბობს მგზავრი აპლიკაცია KakaoTalk-ით გაგზავნილ შეტყობინებაში.

"როდის", - კითხულობს მეგობარი, რაზეც მგზავრი პასუხობს:

"სულ ახლახან... ჩემი უკანასკნელი სიტყვები უნდა დაგიტოვო?".

ამის შემდეგ მგზავრთან კონტაქტი გაწყდა.

ინტერნეტსივრცეში ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება. თვითმფრინავი ტაილანდიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის პირველადი ვერსიით, Jeju Air-ის ავარია ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

ბორტზე 181 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, გადარჩენილია ორი ადამიანი - ეკიპაჟის წევრი და მგზავრი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე, ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით გაურკვევლობაა.

დღის ამბები