სამხრეთ კორეის ყველაზე მომაკვდინებელ საჰაერო კატასტროფასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა, აცხადებენ ექსპერტები, რაც ეჭვქვეშ აყენებს თავდაპირველ ვარაუდს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ჩიტების ჯგუფთან შეჯახებამ გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი Jeju Air Flight 7C2216-ის ჩამოვარდნის მიზეზებს იძიებენ, მათ შორის, განიხილება ფრინველებთან შეჯახების ვერსიაც.
ცნობისთვის, ავიაკატასტროფის დროს, თვითმფრინავის ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 179 დაიღუპა.
თვითმფრინავი აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ავარიულად დაშვების შემდეგ, ბილიკს გასცდა, კედელს შეეჯახა და აფეთქდა.