რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტები პარლამენტის წინ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ბანერებით კვლავ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებამდე, დემონსტრანტთა ნაწილმა მსვლელობით გაიარა თბილისის რამდენიმე რაიონი. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.