08 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
თურქეთში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიციამ ოპოზიციური მედიის ოფისები დაარბია

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური მედიის ოფისები დაარბია. კერძოდ, ტელოკომპანია კანალ-ტურკის და ბუგუნ -ტივის, ასევე ორი ბეჭდური გამოცემის ოფისი.

დარბეული მედიასაშუალებები ეკუთვნის ჰოლდინგს, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერის, გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ამასთანავე, ხელისუფლებამ ამავე ჰოლდინგში შემავალი 22 კომპანიის მმართველობა ჩაიბარა.

თავის მხრივ, თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჰოლდინგი ამერიკაში მცხოვრებ ფეით-ჰულა გიუ-ლენის მხრიდან ფინანსდებოდა. თურქეთის პრეზიდენტმა კი გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა.

კომპანია ბრალდებებს უარყოფს. ჰოლდინგში შემავალი გამოცემების ჟურნალისტების განცხადებით, ხელისუფლების ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და თავისუფალ სიტყვის არსებობას.

 

 

 

დღის ამბები