07 იანვარი 2025,   07:48
ვრცლად
პოლიტოლოგი ნასრედინ ტაიბი ევროკავშირის ქვეყნებზე: გერმანიაში ხელისუფლება დაინგრა, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა, ბელგიას ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი მთავრობა

პოლიტოლოგი ნასრედინ ტაიბი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

"ევროკავშირის პოლიტიკის მდგომარეობა:

ავსტრია - სამთავრობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, (შესაძლო) კანცლერი (კანდიდატი) გადადგა;

საფრანგეთი - ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში მორიგ ჯერზეც იშლება;

გერმანია - ხელისუფლება ჩამოიშალა;

ნიდერლანდები - უფუნქციო მთავრობა ფაქტობრივად ჩამოიშალა;

ესპანეთი - მთავრობა ბიუჯეტს ვერ იღებს;

ბელგია - ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი მთავრობა;

რუმინეთი - გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნები და სათავეში ისევ არაპოპულარული მთავრობაა;

ბულგარეთი - სავარაუდოა კვლავ ახალი არჩევნების ჩატარება", - წერს პოლიტოლოგი.

დღის ამბები