ღაზის სექტორში ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში "ცახალის" იერიშებს 6 ადამიანი ემსხვერპლა. მედია წერს, რომ, საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო, დევნილები სიცივისგან იღუპებიან. ამავე ინფორმაციით, ისრაელის ძალები ანკლავში შეზღუდული რაოდენობით ატარებენ ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის კარვებს, თბილ ტანსაცმელსა და საბნებს.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები, შუამავლების მონაწილეობით, ყატარში განახლდა.