08 ოქტომბერი 2024,   21:21
ვრცლად
საბერძნეთის სანაპირო დაცვამ 240-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ 240-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა. ხის ნავი, რომლითაც არალეგალები გადაადგილდებოდნენ, კუნძულ ლესბოსის სანაპიროსთან ჩაიძირა.

მაშველებმა წყალში 3 ცხედარი იპოვეს, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი, თუმცა სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

კუნძულ ლესბოსის გავლით წელს საბერძნეთის ტერიტორიაზე 500 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა. კრიზისის გასამკლავებლად ევროკავშირი მიგრანტებისთვის დამატებით 100 ათასი ადგილის გამოყოფას აპირებს.

დღის ამბები