08 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
თურქეთი სირიაში შეერთებული შტატების მოკავშირეების დაბომბვით იმუქრება

თურქეთი სირიაში შეერთებული შტატების მოკავშირეების დაბომბვით იმუქრება. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს თურქეთის საზღვართან სირიელი ქურთების ავტონომიის შექმნას.

ერდოღანმა არც სამხედრო ოპერაციის ჩატარება გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამისთვის ოფიციალურ ანკარას არავის ნებართვა არ სჭირდება.

პარალელურად, სირიაში ავიაიერიშებს განაგრძობს რუსეთის ავიაცია. ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსულმა თვითმფრინავებმა 120-მდე შეტევა განახორციელეს.

დღის ამბები