ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე, დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება. საქმის მოსამართლემ უკვე თქვა, რომ არჩეულ პრეზიდენტს პატიმრობას არ მიუსჯის.
ტრამპი სასამართლო სხდომას არ დაესწრება და მონაწილეობას მასში ონლაინ მიიღებს. ციხეში არ გაუშვებენ, თუმცა დონალდ ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას დაიკავეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდადებული.
ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების ბრალდებით დამნაშავედ მაისში ცნეს. მას ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 000 დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების ვერსიით, ეს თანხა პორნო ვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.
შტატების არჩეული პრეზიდენტი ბრალდებებს საერთოდ უარყოფს.