10 იანვარი 2025,   17:23
ვრცლად
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო, სადაც აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე სასამართლო განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.

ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. ამასთან, დაკავებულების ადვოკატების თქმით, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

სხდომას ესწრებიან თავად აქციის დროს დაკავებულები. მათ მხარდასაჭერად პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მსახიობები, რეჟისორები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

 

 

დღის ამბები