10 იანვარი 2025,   19:20
ვრცლად
"მომხრე ვარ, რომ სამართლიანი სასამართლოს და თავისუფალი პროკურატურის პირობებში ყველა ასეთი ფაქტი დეტალურად იქნას გამოძიებული" - თაზო დათუნაშვილი  საგამოძიებო კომისიაზე

საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის. კომისია ექვსი თვე იმუშავებს და დასკვნას სექტემბერში დაამტკიცებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა დღეს არსებული მოცემულობიდან გამომდინარე არასერიოზულია.

"ნაციონალური მოძრაობა" 2025 წელს, 2003-დან 2012 წლამდე პერიოდის შესწავლას არარელევანტურს უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" კი პასუხად აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია. აქვე ამბობენ იმასაც, რომ ომის პერიოდს შეისწავლიან და გამოძიების ადრესატები სამხედრო პირები არ იქნებიან.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, მომხრეა, რომ სამართლიანი სასამართლოს და თავისუფალი პროკურატურის პირობებში ყველა ფაქტი დეტალურად იქნას გამოძიებული.

"მომხრე ვარ, რომ სამართლიანი სასამართლოს და თავისუფალი პროკურატურის პირობებში ყველა ასეთი ფაქტი დეტალურად იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე პირი იქნას დასჯილი. ეს არის მასკარადი. არც თაიმინგი არ არის სწორი, რაღაც პოლიტიკური რეპრესიის ტალღა უნდათ, რომ გააცოცხლონ, ალბათ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების წინააღმდეგ და ამაში გამოიყენონ პარლამენტი, როგორც საცირკო პლატსდარმი. რაიმეს გამოძიება თუ უნდოდათ 12 წელი წელი ჰქონდათ", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დღის ამბები