10 იანვარი 2025,   18:48
ვრცლად
"ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან" - ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა იყო.

მისი განმარტებით, ეს პროცესი გარკვეულწილად შეფერხებული იყო, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.

"ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან. თუმცა, მაშინ იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ, ფაქტობრივად, გვაიძულეს კოჰაბიტაცია. ჩვენ აბსოლუტურად არავის კარნახით არ ვმოქმედებთ.

ჩამოვთვლი რამდენიმე მსხვილ თემას, რომელზეც ამხელა ინტერესია ხალხის მხრიდან და ამხელა სურვილია, რომ "ნაცები" გასამართლდნენ. ეს არის პირველ რიგში ის საკითხი, როგორ აღმოგვაჩინეს რუსეთთან ომში, რატომ აღუდგინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რაღაც ავტონომიური ოლქი და რაღაც საზღვრები მოუხაზეს. ამ საზღვრებით მიმდინარეობს ის ბორდერიზაციის პროცეს. რატომ შეუცვალეს კოდორს სტატუსი და დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რატომ მოაწერეს რეზოლუციას ხელი წაგებული ომიდან 2 თვეში. ჩვენ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და დაწყება, რატომ დაეთანხმნენ ისინი ტალიავინის დასკვნას. თურმე საქართველომ შექმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ რუსეთს განეხორციელებინა საქართველოში აგრესია. დანარჩენი ის თემები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას წარმოადგენდა - სისტემური წამება და გაუპატიურება, ადამიანების ჩაგვრა, ბიზნესის სისტემური რეკეტი, ტელევიზიების მითვისება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ა.შ. ამ ყველაფერზე მათ პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები